ყველაზე ეფექტური და წარმატებული სამშენებლო ტექნოლოგია
 
 
 
 

MiTek–ის ფერმების დახმარებით თქვენ შეძლებთ გადახუროთ განსაკუთრებით დიდი ფართობის მქონე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი. მსგავს შენობებში გამოიყენება ანალოგიური, ერთმანეთის მსგავსი ფერმები, რომლებიც საკმაოდ მარტივი დასამზადებელია. მწარმოებელი დასაწნეხი დაზგის სათანადო პარამეტრებზე მორგების შემდეგ ერთსა და იმავე მონაცემებს იყენებს იდენტური ფერმების დასამზადებლად.

 

მონტაჟის პროცესი ხანმოკლეა და 4-5 ადამიანზე მეტს არ საჭიროებს. ფერმების მიტანა ობიექტზე ხდება სატვირთო მანქანის დახმარებით, სადაც ამწე მათ სათითაოდ ამონტაჟებს კედლებზე. ეს პროცესი მშენებელს აძლევს  საშუალებას მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთარსებული ადამიანური რესურსი და თავიდან აიცილოს სამშენებლო მასალების მოზღვავება ობიექტზე.

 

სანამ პირველი ბრიგადა ფერმების მონტაჟით არის დაკავებული, მეორე ბრიგადას შეუძლია თანადროულად დაიწყოს უკვე არსებული ფერმებით გადახურვა.

 

თქვენ გეძლევათ საშუალება ჩაეტიოთ ყველაზე მჭიდრო ვადებში MiTek–ის მიერ სერტიფიცირებული მწარმოებლები უზრუნველყოფენ ფერმების დროულ მიწოდებას. მშენებელი კონცენტრირებას ახდენს მხოლოდ მათ სწრაფ მონტაჟზე.

 

Chicken farm trusses